მოსარგებლეებს
საქართველოს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის თანახმად, ნაწარმოებებისა და ფონოგრამების კანონიერი გამოყენებისთვის აუცილებელია მიიღოთ ნებართვა და ასევე, გადაიხადოთ ტარიფით დადგენილი თანხა საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტების გამოყენების სანაცვლოდ. ნებართვა შესაძლოა მიიღოთ უშუალოდ უფლებამფლობელთან ხელშეკრულების გაფორმებით, ან იმ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების დადების გზით, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს – სწორედ ასეთ ორგანიზაციას წარმოადგენს IPOA. ხელშეკრულების დადება და ჩვენს რეესტრში არსებული ნაწარმოებების გამოყენება, იურიდიული უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.
მიმდინარე მომენტში უკვე ხელმოწერილია 500-მდე ხელშეკრულება ჩვენს ადგილობრივ უფლებამფლობელებთან. ასევე ჩვენ წარმოვადგენთ უცხოელი უფლებამფლობელების ინტერესებს, რომელთა კატალოგებიც შეიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტებს.