ღია
  • English
  • ქართული
  • IPOA-ს წევრთა ყოველწლიური საერთო კრება

    ასოციაციის ძვირფასო წევრებო, 2024 წლის 30 დეკემბერს 12:00 საათზე ჩატარდება ასოციაციის საერთო კრება. მის: თბილისი, თარხნიშვილის 17.

    დღის წესრიგი:
    1. ა(ა)იპ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია – ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ (წესდების პროექტი იხ. შემდეგ ბმულზ).
    2. ასოციაციის გამგეობის წევრის არჩევის (ჩანაცვლების) შესახებ;
    3. ასოციაციის იურიდიული მისამართის ცვლილების თაობაზე;
    4. ,,ჰონორარის განაწილების და გადახდის წესის“. ხელახალი დამტკიცების თაობაზე;
    5. ,,შეგროვებული ჰონორარებიდან ადმინისტრაციული ხარჯის გამოთვლისა და გამოქვითვის წესის“ ხელახალი დამტკიცების თაობაზე;

    თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ კრებაში შემდეგი ალტერნატიული ფორმებით:

    1. კრებაზე ფიზიკური დასწრებით
    2. დისტანციურად ელექტრონული ფორმით შემდეგი ბმულის გამოყენებით: (Zoom ბმული)
    3. დაუსწრებელი კენჭისყრით (გამოკითხვით) ქვემოთ მოცემული ფორმის მეშვეობით

    მისაღები გადაწყვეტილების პროექტი:

    320

    This Poll is active until 31st of December 2024 00:00:00

    ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოცაციის საერთო კრება 2024

    1. დამტკიცებულ იქნას წესდება წარმოდგენილი ფორმით;

    ხმის მიცემის ვადა ამოიწურა

    320

    This Poll is active until 31st of December 2024 00:00:00

    .

    2. გამგეობის წევრის ბატონი თამაზ ჩიქვანაიას გარდაცვალების გამო, მის ნაცვლად გამგეობის ახალ წევრად არჩეულ იქნას ბატონი გურამ გორელიშვილი, წესდებით გათვალისწინებული ვადით;

    ხმის მიცემის ვადა ამოიწურა

    საერთო კრების ჩატარების წესი:

    საერთო კრება ჩატარდება წინამდებარე შეტყობინებაში მითითებულ  დღესა და დროს.  წევრთა საერთო კრების სხდომაზე ასოციაციის წევრები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ კრების თავმჯდომარეს და მდივანს, რომლებიც სხდომის დასრულების შემდეგ ხელს აწერენ  საერთო კრების სხდომის ოქმს. იმ შემთხვევაში თუკი ასოციაციის წევრს არ შეუძლია ადგილზე დაესწროს კრებას, ასოციაცია ასეთი წევრის საერთო კრებაზე დასწრებას ან/და ხმის უფლებას უზრუნველყოფს ელექტრონული ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

    საერთო კრების ჩატარების ფორმა:

    ასოციაციის წევრთა საერთო კრება ჩატარდება კომბინირებული (შერეული) ფორმით, რაც გულისხმობს იმას, რომ ასოციაციის წევრებს შეუძლიათ კრებაში მონაწილეობა მიიღონ წინამდებარე შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე, მითითებულ დღესა და საათზე  ერთობლივი გამოცხადებით, ხოლო ასეთი შესაძლებლობის ან/და სურვილის არარსებობის შემთხვევაში დისტანციურად, ელექტრონული ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რომელიც ასოციაციის წევრებს საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში დღის წესიგით განსაზღვრულ საკითხებზე, რეალური დროის რეჟიმში, ან დაუსწრებელი კენჭისყრით, გაცვლის გზით, საფოსტო, სატელეფონო, ელექტრონული ან კავშირგაბმულობის სხვა საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს გადაცემული და მიღებული შეტყობინებების აუთენტურობას და მათ დოკუმენტურად დადასტურებას.

    საერთო კრებაზე ხმის მიცემის წესი:

    საერთო კრებაზე ხმის მიცემა განხორციელდება ღია კენჭისყრის პრინციპით. დღის წესრიგით განსაზღვრულ თითოეულ საკითხს, კენჭი ეყრება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. ასოციაციის წევრთა საერთო კრებაზე დამსწრე ყველა წევრი, უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს ან უარყოს დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხს. ხმის მიცემა ასევე ხორციელდება ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით, წევრებისთვის ელექტრონულად გაგზავნილი ბმულის მეშვეობით.

    კენჭისყერაში მონაწილეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

    ტელ: (+995 32) 222 08 78

    ელ.ფოსტა: info@ipoa.ge

    კონტაქტი

    მარკერი ნათია ბაშალეიშვილის ქ. #21, თბილისი, 0108, საქართველო
    ტელ (+995 32) 222 08 78