ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის წესდების პროექტი
ა(ა)იპ
ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია – ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია
წესდება
(ახალი რედაქცია, 2024 წლის ცვლილებებით)
თბილისი 2023 წ.
პრეამბულა
ავტორთა საინიციატივო ჯგუფის გადაწყვეტილებით, რომელიც შეიქმნა საქართველოში მოქმედი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების წევრების – საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების (ავტორები, შემსრულებლები, ფონოგრამისა და ვიდეოგრამის დამამზადებლები, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელები) შეთანხმებით, უფლების მფლობელები ერთიანდებიან საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაცია – საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციაში და აცხადებენ, რომ ასოციაციაში განხორციელდება ცვლილებები, კერძოდ:
- ასოციაციის სახელწოდებად განისაზღვრება „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია – ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია“ – შემოკლებით „ისმა“,
ინგლისურ ენაზე- Collective Management Organization-Intellectual Property Owners Association, შემოკლებით „IPOA“.
- განხორციელდება ორგანიზაციის დირექტორატის ცვლილება და დაინიშნება უფლებათა მფლობელთა მიერ მოწვეული პირი;
- განახლდება ასოციაციის გამგეობის, უფლებამფლობელთა საბჭოსა და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობები, სადაც გაერთიანდებიან ის საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელები, რომლებიც დღეის მდგომარეობით წარმოადგენენ საქართველოში მოქმედ ყველა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების წევრებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასოციაციაში სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელდება ცვლილებები, რომელიც ასახულია წინამდებარე წესდებაში
1 ზოგადი დებულებები
1.1 ა(ა)იპ „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია – ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია“ (შემდგომში „ასოციაცია“) დაფუძნებულია ნებაყოფლობით, უშუალოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების მიერ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ასოციაციის სამართლებრივი ფორმით და წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც მართავს ქონებრივ უფლებებს კოლექტიური მართვის საფუძველზე.
1.2 წესდება წარმოადგენს ასოციაციის დამფუძნებელთა შორის დადებული სადამფუძნებლო შეთანხმების ნაწილს, რომელიც გამოხატავს მათ ურთიერთთანმხვედრ ნებას და სავალდებულო ძალის მქონეა დამფუძნებლებისა და წევრებისთვის.
1.3 ასოციაცია შექმნილია წინამდებარე წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა, მათი უფლებამონაცვლეების და მემკვიდრეების უფლებების დაცვის და მართვისთვის.
1.4 ასოციაცია არ წარმოადგენს შემოქმედებით კავშირს და შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება საქართველოს კანონი „შემოქმედებითი კავშირების მუშაკების“ შესახებ.
1.5 ასოციაციის არსებობა, მართვა და ფუნქციონირება ხდება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და წინამდებარე წესდების (შემდგომში – ,,წესდება“) შესაბამისად.
1.6 ასოციაციის სრული დასახელებაა – ა(ა)იპ „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია – ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია“ შემოკლებით (ისმა). ასოციაციის სრული დასახელება ინგლისურ ენაზე: Collective Management Organization-Intellectual Property Owners Association შემოკლებით (IPOA).
1.7 ასოციაცია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია. ასოციაცია წარმოშობილად ითვლება და იურიდიული პირის სტატუსს იძენს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
1.8 ასოციაციას საკუთრებაში გააჩნია განცალკევებული ქონება, ის შეიძლება იყოს სასამართლოში მოსარჩელე და მოპასუხე, მას შეუძლია, საკუთარ სახელზე შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები და ასოციაციის საქმიანობის მიზნების შესაბამისად განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და წესდებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები.
1.9 ასოციაცია იქმნება განუსაზღვრელი ვადით და მოქმედებს ტერიტორიული შეზღუდვების გარეშე.
1.10 ასოციაციას გააჩნია საკუთარი ბალანსი, ანგარშსწორების და სხვა, მათ შორის, სავალუტო ანგარიშები, ბანკებში, საქართველოს ტერიტორიაზე ან/და საზღვარგარეთ.
1.11 ასოციაციის ვალდებულებებისთვის ასოციაციის დამფუძნებლები, წევრები, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი/პირები პასუხს არ აგებენ. ასოციაცია მისი დამფუძნებლების, წევრების, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის/პირების ვალდებულებებისთვის პასუხს არ აგებს. ასოციაციის პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი თავისი ქონებით.
1.12 ასოციაცია უფლებამოსილია შექმნას მისი წარმომადგენლობები, კომერციული და არაკომერციული, მათ შორის, საერთაშორისო იურიდიული პირები, ფონდები, საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებების სფეროში;
1.13 ასოციაცია უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას. რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს მისი მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება ორგანიზაციის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს შორის დაუშვებელია. ორგანიზაცია უფლებამოსილია მისი საქმიანობის განსახორციელებლად შეიძინოს/მიიღოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, შემოწირულობები.
1.14 ასოციაცია უფლებამოსილია ეწეოდეს კანონით აუკრძალავ ნებისმიერ საქმიანობას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა წესდებით გათვალისწინებული.
1.15 ასოციაცია უფლებამოსილია ფლობდეს გამომცემლობებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტებს, რომლებიც იმოქმედებს წესდებით დადგენილი მიზნების შესაბამისად.
1.16 ასოციაცია უფლებამოსილია ფლობდეს/შეიძინოს/მიიღოს/ისარგებლოს მატერიალური და არამატერიალური ქონებით, მათ შორის, საკუთრების უფლებით ფლობდეს შენობებს, მიწის ნაკვეთებს, რეკრეაციულ ობიექტებს. საკუთრების ან სარგებლობის უფლებით. ასოციაცია უფლებამოსილია შეიძინოს და გაასხვისოს, იჯარით გასცეს და გაუშვას ბრუნვაში ნებისმიერი სახის მოძრავი და უძრავი ქონება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1.17 წინამდებარე წესდების დებულებების შესაბამისად ასოციაციის მიერ მიღებული ქონება წარმოადგენს ასოციაციის საკუთრებას და ექვემდებარება დაცვას.
1.18 ასოციაციის დამფუძნებლები არიან:
ნინო ქარსელაძე-ჟორდანია (დაბ. 11.04.1991წ. თბილისი. პ.#01017023100, მის: ქალაქი თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა, N 54),
ჯემალ სეფიაშვილი (დაბ. 19.02.1947წ. თბილისში, პ. #01026000467, მის: თბილისი მ.კოსტავას I შეს. N 11 ბ. 12),
არჩილ ფურცელაძე (დაბ. 05.12.1979წ. თბილისში. პ.# 01012010532, მის: ქალაქი თბილისი, ვაზისუბნის დასახლება, I მიკრო/რაიონი, კორპუსი 9, ბინა 5),
მამუკა მახნიაშვილი (დაბ. 20.06.1971წ. თბილისში. პ.# 01009007356, მის: თბილისი მისამართის გარეშე),
ზურაბ ხაჩიძე (დაბ. 03.01.1979წ. ბორჯომში, პ.#11001000684, მის: ქალაქი თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა, N 54),
გიორგი მამაცაშვილი (დაბ. 05.01.1978წ. თბილისში. პ.#01001012745, მის: ქალაქი თბილისი, დიღმის მასივი, V კვარტალი, კორპუსი 17, ბინა 21),
დავით ხუჯაძე (დაბ. 25.06.1975წ. თბილისში, პ.#01030026625, მის: თბილისი ელ.ახვლედიანის ქ. N 22/4),
ბორის შხიანი (დაბ. 29.12.1977წ. ქუთაისში. პ.#01024006651, მის: ქალაქი თბილისი, ზაზა ფანასკერტელ–ციციშვილის ქუჩა, N 18, ბინა 60),
გიორგი პავლიაშვილი (დაბ. 26.12.1988წ. თბილისში. პ.#01031006351, მის: ქალაქი თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა, N 9),
მარინე მალაზონია (დაბ. 14.11.1962წ. თბილისში. პ.#01020005622, მის: ქალაქი თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქუჩა, N 13, ბინა 7),
ლაშა ნიქაბაძე (დაბ. 31.10.1974წ. ქუთაისში. პ.#60002001088, მის: ქალაქი ქუთაისი, ლუკა ასათიანის III შესახვევი, N 14),
გურამ გორელიშვილი (დაბ. 16.10.1950წ. თბილისში. პ.#01009004260, მის: თბილისი ვაჟა–ფშაველას გამზ. II კვ. კორ. 33 ბ. 36),
რუსუდან მორჩილაძე (დაბ. 30.05.1970წ. თბილისში. პ.#01020003953, მის: ქ. თბილისი),
მარიკა თხელიძე (დაბ. 12.03.1988წ. თბილისში. პ.#01024031558, მის: თბილისი პეკინის გამზ. N 3 ბ. 9ა),
ბორის შხიანი (დაბ. 01.07.1950წ. ქუთაისში. პ.#01005000675, მის: ქალაქი თბილისი, ლევ ტოლსტოის ქუჩა, N 15),
ნანა ცინცაძე (დაბ. 14.09.1952, პ/ნ 01010004459, მის: ქალაქი თბილისი, სიმონ ჩიქოვანის ქN18, კორპუსი, 4, ბინა 22).
2. ასოციაციის მიზნები და საქმიანობის საგანი, ამოცანები და ფუნქციები
2.1 ასოციაციის საქმიანობის მიზანია საავტორო და მომიჯნავე უფლებების სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი სისტემის ფორმირებით, კოლექტიური ინტერესების და საზოგადოებრივი სიკეთის მიღწევა, კოლექტიურ საფუძველზე ქონებრივი უფლებების მართვის გზით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2.2 ასოციაციის საქმიანობის საგანი, ამოცანები და ფუნქციებია:
2.2.1 უფლებამფლობელების ქონებრივი უფლებების მართვა, საავტორო უფლებებით დაცულ ნაწარმოებებზე და მათ ნაწყვეტებზე, მათ შორის, მუსიკალურ ნაწარმოებებზე (ტექსტით და მის გარეშე), დრამატულ და მუსიკალურ-დრამატულ ნაწარმოებებზე, სახვითი ხელოვნების, დეკორატიულ-გამოყენებითი, ხელოვნების, ლიტერატურული, სასცენო, ქორეოგრაფიის, პანტომიმის ნაწარმოებებზე, ფოტოგრაფიული და ფოტოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით შექმნილ ნაწარმოებებზე, მათ საჯარო შესრულებასთან, საჯაროდ გადაცემასთან მიმართებაში, პირველი და ხელახალი გადაცემის ჩათვლით, კაბელით ან სხვა ანალოგიური საშუალების გამოყენებით;
2.2.2 აუდიოვიზუალური ნაწარმოებების ავტორების (თანაავტორების), მათი მემკვიდრეების ქონებრივი უფლებების მართვა, საავტორო ჰონორარების მიღებასთან დაკავშირებით, იმ პირებისგან, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობით ვალდებულნი არიან გადაიხადონ ჰონორარი (ჰონორარის გადამხდელები – მაუწყებლობის ორგანიზაციები, კინო, თეატრი და ა.შ.), ასეთი ნაწარმოებების გამოყენებისთვის მათ შორის და არამარტო საჯარო შესრულების და საჯარო გადაცემის ჩათვლით (პირველი და ხელახალი გადაცემა, კაბელით ან სხვა საშუალების გამოყენებით);
2.2.3 ნაწარმოებების ავტორების (თანაავტორების) მათი მემკვიდრეების ქონებრივი უფლებების მართვა, ამ ნაწარმოებების ნებისმიერი მატერიალური ფორმით გამოყენებისას, წარმოებისას, მათ შორის, აუდიო და ვიდეოჩანაწერების ჩათვლით, ორგანზომილებიანი ნაწარმოების სამგანზომილებიანი ასლების და სამგანზომილებიანი ნაწარმოებების ორგანზომილებიანი ასლების დამზადებისას, ელექტრონული (მათ შორის, ციფრული), ოპტიკური ან სხვა მექანიკური ფორმით, რომელიც გამოდგება წაკითხვისთვის;
2.2.4 სახვითი ხელოვნების და ფოტოგრაფიული ორიგინალი ნაწარმოებების ავტორების და მათი მემკვიდრეების ქონებრივი უფლებების რეალიზაცია, მართვა, ნაწარმოებების ყოველი მომდევნო გაყიდვისას, ორიგინალი ნაწარმოებების პირველადი გასხვისების შემდეგ;
2.2.5 აუდიოვიზუალური ნაწარმოებების ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამების დამამზადებლების, მათი მემკვიდრეების, უფლებამონაცვლეების ქონებრივი უფლებების განხორციელება, ფიზიკური პირების მიერ აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამის ან სხვა ნაწარმოებების პირადი სარგებლობისთვის წარმოების შემთხვევაში ჰონორარის მისაღებად;
2.2.6 მოგების მიღების მიზნით გამოშვებული ფონოგრამების დამამზადებლების, მათი მემკვიდრეების ან უფლებამონაცვლეების უფლების მართვა, ჰონორარის მიღებასთან დაკავშირებით, ასეთი ფონოგრამების საჯარო შესრულების და საჯარო გადაცემისთვის, პირველი და ხელახალი გადაცემის ჩათვლით, კაბელით ან სხვა საშუალების გამოყენებით.
2.2.7 მოგების მიზნით გამოშვებულ ფონოგრამებზე ჩაწერილი ნაწარმოებების შემსრულებლების, მათი მემკვიდრეების უფლებების დაცვა, ასეთი ფონოგრამების საჯარო შესრულებისა და საჯაროდ გადაცემის დროს, პირველი და განმეორებითი გადაცემის ჩათვლით, კაბელით ან სხვა საშუალების გამოყენებით.
2.2.8 ქონებრივი უფლებების მართვა საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტების განსხვავებულად ან სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში და ასევე საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა უფლებების რეალიზაციის სხვა შემთხვევებისას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
2.2.9 საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტების უკანონოდ გამოყენების პრევენცია და საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა ქონებრივი უფლებების კოლექტიური დაცვა;
2.2.10 საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროს განვითარების ხელშეწყობა.
2.3 უფლებამფლობელი უფლებამოსილია ასოციაციას მართვისთვის გადასცეს ის უფლებები, რომელიც შედის ასოციაციის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებში.
2.4 ასოციაცია უფლებამოსილია, დამოუკიდებლად ან მესამე პირების, მათ შორის, კომერციული ორგანიზაციების ჩართულობით, განახორციელოს საქველმოქმედო საქმიანობა, გაუწიოს სოციალური და მატერიალური დახმარება საქართველოს კულტურის და ხელოვნების მოღვაწეებს, მისი კომპეტენციის ფარგლებში.
2.5 ასოციაცია უფლებამოსილია განახორციელოს სხვა საქმიანობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც გადაცემული აქვს უფლებამფლობელისგან და აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობით.
3. ასოციაციის საქმიანობა
3.1 ასოციაცია საქმიანობას ახორციელებს საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპების საფუძველზე.
3.2 წინამდებარე წესდებით განსაზღვრული მიზნების და ამოცანების მისაღწევად, ასოციაცია:
3.2.1 დებს ხელშეკრულებებს საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებების მფლობელებთან ან მათ უფლებამონაცვლეებთან, მემკვიდრეებთან, კოლექტიურ საფუძველზე მათი ქონებრივი უფლებების მართვის შესახებ და კისრულობს ვალდებულებას შეაგროვოს, გაუნაწილოს და გადაუხადოს ჰონორარი, კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად; ასოციაცია არ არის უფლებამოსილი უარი განაცხადოს საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებების მფლობელ(ებ)თან, ან მათ უფლებამონაცვლეებთან ქონებრივი უფლებების მართვის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უფლებამფლობელის უფლებები არ შედის ასოციაციის წესდებით გათვალისწინებული საქმიანობის სფეროში;
3.2.2 გასცემს ლიცენზიას ასოციაციის საქმიანობის სფეროში საავტორო და მომიჯნავე უფლებებით სარგებლობის თაობაზე, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – ნებისმიერი პირის მიერ საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებებით სარგებლობის შემთხვევაში, ჰონორარის შეგროვებას და განაწილებას ლიცენზიის გაცემის გარეშე.
3.2.3 დებს ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებებს სხვა, მათ შორის, უცხო ქვეყნის ანალოგიურ ორგანიზაციებთან, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ შესაბამის ქონებრივ უფლებებს;
3.2.4 უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს მოსარგებლეებისგან საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებების შესაბამისი ობიექტებით სარგებლობის შესახებ ანგარიში, ასევე სხვა ცნობები და დოკუმენტები, რაც აუცილებელია ჰონორარის შეგროვების და განაწილებისთვის. დოკუმენტაციის ჩამონათვალი და წარდგენის პირობები შესაძლოა განისაზღვროს ასოციაციის მიერ მოსარგებლეებთან დადებული შეთანხმებებით/ხელშეკრულებებით;
3.2.5 უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს ჰონორარი იმ პირებისგან, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით ეკისრებათ ვალდებულება გადაიხადონ თანხები უფლებამფლობელებისთვის ჰონორარის გასაცემად.
3.2.6 უფლებამოსილია მოითხოვოს სახელმწიფო ორგანოებიდან/დაწესებულებებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან ნებისმიერი სახის ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია რაც აუცილებელია, ჰონორარების შეგროვების, განაწილებისა და გადახდისთვის.
3.2.7 იცავს წინამდებარე წესდების 3.2.5 და 3.2.6. პუნქტების შესაბამისად მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას.
3.2.8 საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესდების და ასოციაციის მართვის ორგანოების, საბჭოების და ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, შეგროვილ ჰონორარს ანაწილებს და იხდის საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს შორის;
3.2.9 რეგულარულად, არაუგვიანეს 9 თვისა, იმ ფინანსური წლის დასრულების მომენტიდან, რომელშიც შეგროვდა და განაწილდა ჰონორარი უფლებამფლობელების სასარგებლოდ, ახორციელებს ჰონორარის გადახდას უფლებამფლობელებისთვის ან/და კოლექტიურ საფუძველზე უცხო ქვეყნის ანალოგიური ორგანიზაციებისთვის, ურთიერთწარმომადგენლობის შესახებ ხელშეკრულებების შესაბამისად;
3.2.10 საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებების მფლობელების სასარგებლოდ ჰონორარის გადამხდელებისგან ან მოსარგებლეებისგან მიღებული ჰონორარებიდან აკავებს თანხებს, ასოციაციის მოქმედი წესებით განსაზღვრული ზომით, მაგრამ არაუმეტეს შეგროვილი ჰონორარის 20%-ისა, რაც ემსახურება მისი საქმიანობის განხორციელებას;
3.2.11 საავტორო და მომიჯნავე უფლების მფლობელების ინტერესების სასარგებლოდ, ასოციაციის მიერ ფონდის შექმნის შემთხვევაში, ფულადი სახსრები ირიცხება შეგროვებული ჰონორარიდან, ასოციაციის გამგეობის მიერ დამტკიცებული ოდენობით.
3.2.12 საავტორო ჰონორარის გადახდასთან ერთად, უფლებამფლობელების მოთხოვნის შემთხვევაში უგზავნის ინფორმაციას, მათი უფლებებით სარგებლობის, უფლებების კოლექტიური მართვისთვის დაკავებული თანხების, ასევე ასოციაციის მიერ შექმნილ ფონდში გადარიცხული ფულადი სახსრების შესახებ;
3.2.13 მონიტორინგს უწევს საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებების ობიექტებით სარგებლობას.
3.2.14 უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს, სამართლებრივ ქმედებებს, რაც აუცილებელია უფლებამფლობელების უფლებების დაცვის და აღსრულებისთვის. უფლებამფლობელების უფლებების და ინტერესების ფარგლებში უზრუნველყოფს წარმომადგენლობას სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
3.2.15 კონსულტაციებს უწევს საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს და მოსარგებლეებს, მათ მიერ შექმნილი საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებების ობიექტიების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
3.2.16 უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობს სამეცნიერო და სოციოლოგიური კვლევების ჩატარებაში;
3.2.17 უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობს კულტურული, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სამეცნიერო პროგრამების განხორციელებაში;
3.2.18 აწარმოებს და რეგულარულად ანახლებს მისი წევრების რეესტრს.
3.2.19 ინფორმაციას და დოკუმენტაციას მისი საქმიანობის შესახებ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.
3.2.20 ახორციელებს ნებისმიერ სხვა ქმედებას, რაც არ ეწინააღდეგება ასოციაციის წესდების მიზნებს, არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით და მიმართულია წინამდებარე წესდების მიზნების მიღწევისკენ.
4. ჰონორარის განაწილების ძირითადი პრინციპები და წესები
4.1 ასოციაციის მიერ კოლექტიურ საფუძველზე ქონებრივი უფლებების მართვის საქმიანობის ფარგლებში შეგროვილი ჰონორარი ნაწილდება პროპორციულობის, არადისკრიმინაციულობის, მიზანშეწონილობის და სამართლიანობის პრინციპებთან შესაბამისობით, რაც გამოიხატება შემდეგში:
4.1.1 საავტორო ან მომიჯნავე უფლებების მფლობელის კუთვნილი ჰონორარის ოდენობა განისაზღვრება მისი საავტორო ან მომიჯნავე უფლებების ობიექტებით სარგებლობის მონაცემების პროპორციულად, ან სხვა ობიექტური მაჩვენებლების მიხედვით, რომლებიც განსაზღრავს საავტორო ან მომიჯნავე უფლებების შესაბამისი ობიექტების გამოყენების წილს ასოციაციის საქმიანობის სფეროში ქონებრივი უფლებების გამოყენების საერთო მოცულობაში (პროპორციულობის პრინციპი):
4.1.2 ჰონორარის თანხა, რომელიც ეკუთვნის საავტორო ან მომიჯნავე უფლებების მფლობელს, არ შეიძლება განისაზღვროს უფლებამფლობელის პირადი თავისებურებებიდან გამომდინარე (ასოციაციის წევრობა, ეროვნული, რელიგიური ან გენდერული კუთვნილება, მოქალაქეობა, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და სხვა სუბიექტური თავისებურებები), ასევე მის საკუთრებაში არსებული საავტორო ან მომიჯნავე უფლებების ობიექტების შემოქმედებითი ფასეულობიდან ან სხვა მახასიათებლებიდან გამომდინარე (არადისკრიმინაციულობის პრინციპი);
4.1.3 ჰონორარის თანხა, რომელიც ექვემდებარება საავტორო ან მომიჯნავე უფლებების მფლობელისთვის გადახდას, უნდა აღწევდეს არსებით ზომას, იმ ხარჯებთან შედარებით, რომლებიც ასოციაციამ გასწია მის შეგროვებაზე, ასევე ხარჯებთან, რომლებიც საჭიროა მისი გადახდისთვის. საჭიროების შემთხვევაში, ეკონომიკური მიზანშეწონილობის უზრუნველსაყოფად, ასოციაცია აგროვებს ჰონორარის თანხებს კონკრეტული უფლებამფლობელის ინტერესებში, თანმიმდევრული პერიოდების განმავლობაში, სანამ ჰონორარის საერთო სიდიდე არ მიაღწევს აუცილებელ დონეს (მიზანშეწონილობის პრინციპი);
4.1.4 ჰონორარის განაწილებას საავტორო ან მომიჯავე უფლებების სხვადასხვა მფლობელებისთვის, საფუძვლად უნდა ედოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტებით სარგებლობის რაოდენობრივი მაჩვენებლები და ის უნდა უზრუნველყოფდეს ჰონორარის საერთო თანხის სამართლიანად განაწილებას ყველა უფლებამფლობელებს შორის, რომელთა ქონებრივ უფლებებიც გამოიყენეს (სამართლიანობის პრინციპი).
4.2 ასოციაცია ახორციელებს შეგროვილი ჰონორარის განაწილებას მაქსიმალური სიხშირით, რომელიც შეიძლება რეალიზებულ იქნას არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოს საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებების მფლობელების მიერ ჰონორარის მიღება მაქსიმალურად მოკლე ვადაში, შესაბამისი ობიექტების სარგებლობის დაფიქსირების შემდეგ. ჰონორარის განაწილების პერიოდულობა განისაზღვრება ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით.
4.3 უფლებამფლობელების კუთვნილი ჰონორარის განსაზღვრისთვის აუცილებელი გამოთვლების წესები, შეაბამისი ქონებრივი უფლების კატეგორიის ან სახის მიხედვით, საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებების ობიექტებით სარგებლობის ფორმიდან ან ხერხიდან გამომდინარე, განისაზღვრება ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით.
4.4 ასოციაცია უზრუნველყოფს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ობიექტებით სარგებლობის შესახებ მონაცემების აღრიცხვას და შენახვას, რომელთა საფუძველზეც ხდება შეგროვილი ჰონორარის განაწილება და გადახდილი ჰონორარის განაწილების შესახებ მონაცემების ინფორმაციის მიწოდება, საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა სასარგებლოდ.
5. ასოციაციის წევრობა
5.1 ასოციაციის წევრობა შესაძლებელია მხოლოდ ნებაყოფლობით.
5.2 ასოციაციის წევრები უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ასოციაციის საქმიანობაში.
5.3 ასოციაციის წევრები შეიძლება იყვნენ საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებების მფლობელები – ფიზიკური პირები, მათი მემკვიდრეები, იურიდიული პირები, მათი უფლებამონაცვლეები, რომლებიც თავიანთ ქონებრივ უფლებებს გადასცემენ ასოციაციას, კოლექტიური მართვისთვის, სცნობენ ასოციაციის წესდებას, იზიარებენ ასოციაციის მიზნებსა და ამოცანებს/ფუნქციებს და გამოთქვამენ მზადყოფნას, ხელი შეუწყონ მათი ქონებრივი უფლებების განხორციელებას;
5.4 ასოციაციას არ აქვს უფლება წერილობითი დასაბუთების გარეშე უარი განუცხადოს უფლების მფლობელს ასოციაციის წევრად მიღებაზე.
5.5 ასოციაცია მისი წევრების მიმართ თანაბარი და არადისკრიმინაციული დამოკიდებულების გარანტიას იძლევა.
5.6 ასოციაციის წევრობის აუცილებელი პირობაა ხელშეკრულება, კოლექტიურ საფუძველზე ქონებრივი უფლებების მართვისთვის უფლებამოსილებების ასოციაციისთვის გადაცემის შესახებ, რომელიც გაფორმებულია ასოციაციას და უფლებამფლობელს შორის.
5.7 ასოციაციის წევრად მიღება ხდება ასოციაციასა და ულებამფლობელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. უფლებამოფლობელმა უნდა უზრუნველყოს ასოციაციისთვის დამატებითი დოკუმენტაციის (კატალოგი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, სამკვიდრო ცნობა და სხვა) წარმოდგენა, რომელიც თან დაერთვება ხელშეკრულებას. ასოციაცია უფლებამოსილია უფლებამფლობელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. ასოციაციის წევრობიდან გასვლა ხდება ხელშკერულების შეწყვეტის შემთხვევაში.
5.8 განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით ასოციაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ელექტრონულ მისამართზე.
5.9 იურიდიული პირები, რომლებიც ასოციაციის წევრები არიან, მონაწილეობენ ასოციაციის საქმიანობაში მათი წარმომადგენლ(ებ)ის მეშვეობით.
5.10 ასოციაციის დამფუძნებლებს გააჩნიათ ასოციაციის წევრის უფლებები და მოვალეობები.
5.11 ასოციაციიდან გარიცხვა ხდება ასოციაციის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი ორგანოს – გამგეობის გადაწყვეტილებით.
5.12 ასოციაციის წევრს უფლება აქვს:
5.12.1 მონაწილეობა მიიღოს (პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით) ასოციაციის საქმიანობაში, საერთო კრების მუშაობაში, ასოციაციის წესდებით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;
5.12.2 აირჩიოს ან/და არჩეულ იქნას უფლებამფლობელთა საბჭოში, სამეთვალყურეო საბჭოში ან გამგეობაში, რომლებსაც ასოციაცია ქმნის მისი წევრების ინტერესებისთვის; ამასთან დანიშნულ იქნას ასოციაციის სტრუქტურით გათვალისწინებულ ნებისმიერ თანამდებობაზე.
5.12.3 მიიღოს ასოციაციისგან კონსულტაციები, მოითხოვოს დარღვეული საავტორო ან/და მომიჯნავე ქონებრივი უფლებების დაცვა ასოციაციის უფლებამოსილების ფარგლებში;
5.12.4 მიიღოს შესაბამისი ჰონორარი, მისი საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებებით სარგებლობისთვის.
5.12.5 მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის სხვადასხვა პროგრამებსა და ღონისძიებებში, მისი კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად;
5.12.6 შეიმუშაოს რეკომენდაციები, ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებით;
5.12.7 გაეცნოს ყველა აუცილებელ ინფორმაციას, გადაწყვეტილებას და მასალას, რომლებიც შეეხება ასოციაციის საქმიანობას, მათ შორის, წლიურ ანგარიშებს, შემოწმების შედეგებს და სხვა ინფორმაციას ასოციაციის საქმიანობის შესახებ, კონფიდენციალურობის დაცვით. წევრს შესაძლოა უარი ეთქვას ინფორმაციის გაცემაზე თუ არსებობს საფრთხე, რომ იგი გამოყენებული იქნება ასოციაციის და/ან მისი წევრების ინტერესების საზიანოდ;
5.12.8 ნებაყოფლობით შეწყვიტოს ასოციაციის წევრობა.
5.12.9 განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
5.13 ასოციაციის წევრი ვალდებულია:
5.13.1 დაიცვას ასოციაციის წესდება, შეასრულოს და დაემორჩილოს ასოციაციის მართვის ორგანოების გადაწყვეტილებებს;
5.13.2 მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის საქმიანობაში, საერთო კრების მუშაობაში, უშუალოდ ან წარმომადგენლების მეშვეობით. წარმომადგენელს შეუძლია წარმოადგინოს ასოციაციის წევრების განუსაზღვრელი რაოდენობა. მინდობილობა დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
5.13.3 დაიცვას ასოციაციის სახელი, საქმიანი რეპუტაცია, ავტორიტეტი და ქონება, არ განახორციელოს იმგვარი ქმედებები, (უმოქმედობა) რაც გამოიწვევს ასოციაციისთვის ზიანის მიყენებას, ან არსებითად გაართულებს ან შეუძლებელს გახდის ასოციაციის – მიზნების მიღწევას;
5.13.4 ხელი შეუწყოს ასოციაციის მიზნებისა და ფუნქციების/ამოცანების განხორციელებას.
5.13.5 დროულად წარადგინოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად;
5.13.6 შეიტანოს საწევრო გადასახადები ასოციაციაში (ასეთის არსებობისას).
5.13.7 ასოციაციას წარუდგინოს ინფორმაცია, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, საბანკო ანგარიშის და ამ მონაცემთა ცვლილებების თაობაზე, და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია წევრის მიერ ასოციაციიდან ჰონორარის მიღების საკითხთან, ამ ცვლილებებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში;
5.14 ასოციაციის წევრი ახორციელებს სხვა ვალდებულებებს საქართველოს კანონმდებლობით, წინამდებარე წესდების ან ასოციაციის შიდა ნორმატიული დოკუმენტების, ასევე, ასოციაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად.
5.15 ასოციაციის წევრობის შეწყვეტის საფუძვლები:
5.15.1 უფლებამფლობელის ინიციატივით საკუთარი განცხადების საფუძველზე;
5.15.2 ასოციაციის წევრის გარდაცვალება, ან გარდაცვლილად გამოცხადება;
5.15.3 იურიდიული პირის ლიკვიდაცია:
5.15.4 სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობა;
5.15.5 გარიცხვა;
5.15.6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
5.16 ასოციაციის წევრის გარიცხვის საფუძვლები:
5.16.1 ასოციაციის წესდების და ასოციაციის მმართველი ორგანოების გადაწყვეტილებების უხეში დარღვევა;
5.16.2 მოქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს ასოციაციის და მისი წევრების ინტერესებს და ლახავს ასოციაციის საქმიან რეპუტაციას;
5.17 ასოციაციის წევრს უფლება აქვს განმეორებით შეიტანოს განაცხადი ასოციაციაში წევრობის მიღებაზე.
5.18 ასოციაციის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა – გასვლა ან გარიცხვა ასოციაციის შემადგენლობიდან, ავტომატურად არ გამორიცხავს ასოციაციის უფლებამოსილებას, მართოს უფლებამფლობელის ქონებრივი უფლებები, საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებების ობიექტებთან მიმართებაში.
5.19 თუ უფლებამფლობელი წერილობით ფორმით აცნობებს ასოციაციას მისი ქონებრივი უფლებების მართვაზე უარის შესახებ, ასოციაციის გამგეობა განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ საკითხზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5.20 ასოციაციის წევრთა რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს გენერალური დირექტორი.
6. ასოციაციის მართვის ორგანოები
6.1 ასოციაციის მართვის ორგანოებია: ასოციაციის წევრთა საერთო კრება, ასოციაციის გამგეობა და ასოციაციის უფლებამფლობელთა საბჭო.
6.2 ასოციაციას ხელმძღვანელობენ:
6.2.1 ასოციაციის თავმჯდომარე;
6.2.2 გენერალური დირექტორი;
6.2.3 საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი.
6.3 ასოციაციის გამგეობის/ასოციაციის თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი უფლებამოსილებას ახორციელებენ დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე ერთპიროვნულად წესდებით გათვალისწინებული წესით. საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს შეზღუდულად – ამ წესდებით განსაზღვრული წესით.
6.4 ასოციაციის მიერ კოლექტიურ საფუძველზე ქონებრივი უფლებების მართვის საქმიანობის განხორციელების კონტროლს და ზედამხედველობას, ასევე ასოციაციის საქმიანობის პროცესში წარმოშობილი სადავო საკითხების გადაწყვეტას ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო.
7. წევრთა საერთო კრება
7.1 საერთო კრების მორიგი სხდომები ტარდება არანაკლებ წელიწადში 1 (ერთხელ), რომელზეც განიხილება წლიური შედეგები და წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხები, ხოლო რიგგარეშე სხდომები – საჭიროებისამებრ.
7.2 ასოციაციის ყველა წევრს, როგორც პირადად ისე წარმომადგენლის მეშვეობით უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა საერთო კრებაში და გააჩნია ხმის უფლება.
7.3 საერთო კრების მორიგი სხდომის მოწვევა ხდება გამგეობის მიერ, რომელიც განსაზღვრავს საერთო კრების სხდომის თარიღს, ადგილს და დღის წესრიგს.
7.4 საერთო კრების რიგგარეშე სხდომები შეიძლება მოწვეულ იქნას გამგეობის ან ასოციაციის წევრთა არანაკლებ 1/3–ს ინიციატივით, ან საქპატენტის მოთხოვნით – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7.5 ასოციაციის წევრთა არანაკლებ 1/3–ის ან საქპატენტის მოთხოვნა რიგგარეშე კრების ჩატარების შესახებ, განსახილველად გადაეცემა ასოციაციის გამგეობას, რომელიც ვალდებულია განიხილოს მოთხოვნის მიღების დღიდან 10 (ათი) დღის ვადაში და მიიღოს გადაწყვეტილება ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ.
7.6 ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამგეობა, რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის მომთხოვნის მიერ ინიცირებული საკითხების მიხედვით, წინამდებარე წესდების 7.3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრავს საერთო კრების სხდომის თარიღს, ადგილს და დღის წესრიგს.
7.7 შეტყობინება ასოციაციის საერთო კრების ჩატარების შესახებ, კრების დღის წესრიგთან ერთად, განთავსდება ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე, საერთო კრების ჩატარებამდე, არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე, ასოციაცია უფლებამოსილია გამოიყენოს შეტყობინების სხვა საშუალებები, მათ შორის, გაგზავნოს შეტყობინებები ასოციაციის წევრების ელექტრონულ ფოსტაზე, ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინებები ტელეფონის ნომერზე, რომელიც ასოციაციისთვის გადაცემული აქვს წევრს ან ასოციაციისთვის გახდა ცნობილი. ასოციაცია უფლებამოსილია შეტყობინების გამოსაქვეყნებლად ან შეტყობინების გასაგზავნად გამოიყენოს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები და ნებისმიერი სხვა ტექნოლოგიური საშუალება.
7.7.1 ასოციაცია უფლებამოსილია უზრუნველყოს ასოციაციის წევრთა საერთო კრებაზე დისტანციური დასწრება ელექტრონული ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
7.8 საერთო კრების სათანადოდ მოწვევასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელია საერთო კრების მომწვევი ორგანო/პირი/პირები. საერთო კრების მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა ასოციაციის ყველა დამფუძნებლისა და მართვის ორგანოსათვის.
7.9 საერთო კრების სხდომაზე ირჩევენ კრების თავმჯდომარეს და მდივანს კრებაზე დამსწრე პირთა მიერ ხმათა უმრავლესობით. საერთო კრების მიმდინარეობას ხელმძღვანელობს კრების თავმჯდომარე. ოქმს ადგენს და ხელს აწერენ საერთო კრების თავმჯდომარე და მდივანი.
7.10 საერთო კრების თავმჯდომარის არჩევამდე ან იმ შემთხვევაში, თუ საერთო კრების თავმჯდომარე არ იქნა არჩეული ან/და უფლებამოსილება შეუწყდა, კრებას თავმჯდომარეობს ასოციაციის თავმჯდომარე ან მისი არყოფნისას – გენერალური დირექტორი.
7.11 საერთო კრება
7.11.1 ამტკიცებს ასოციაციის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს (მიზნებს);
7.11.2 ირჩევს და ათავისუფლებს გამგეობის წევრებს, მათ შორის, გამგეობის თავმჯდომარეს, უფლებამფლობელთა საბჭოს წევრებს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, საერთო კრების თავმჯდომარეს და მდივანს;
7.11.3 ისმენს და განიხილავს გამგეობის, უფლებამფლობელთა საბჭოს, სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშს.
7.11.4 ამტკიცებს ასოციაციის საქმიანობის გამჭვირვალობის შესახებ წლიურ ანგარიშს:
7.11.5 განიხილავს ასოციაციის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში არაკომერციული იურიდიული პირების (მათ შორის, საერთაშორისო) შექმნის, ასევე, სხვა იურიდიულ პირებში ასოციაციის მონაწილეობის საკითხებს:;
7.11.6 ამტკიცებს შეგროვებული ჰონორარების განაწილების ზოგად წესებს და პოლიტიკას;
7.11.7 ამტკიცებს გაუნაწილებელი ჰონორარების განკარგვის ზოგად წესებს და პოლიტიკას;
7.11.8 გადაწყვეტილებებს იღებს გაუნაწილებელი ჰონორარების გამოყენების შესახებ, ასოციაციის ფინანსური გეგმის გათვალისწინებით;
7.11.9 ამტკიცებს ასოციაციის წესდებას და შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები;
7.11.10 გადაწყვეტილებებს იღებს ასოციაციის ლიკვიდაციასა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
7.11.11 ნიშნავს და ათავისუფლებს აუდიტორს აუდიტის ჩასატარებლად;
7.11.12 გადაწყვეტილებებს იღებს კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციების შექმნის/რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის, ასევე სხვა იურიდიული პირის აქციების/წილების შეძენის თაობაზე.
7.11.13 გადაწყვეტილებებს იღებს სხვა საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
7.12 საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგნილია ასოციაციის წევრების ან მათი წარმომადგენლების ერთი მესამედი.
7.13 საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით, წარმოდგენილ წევრთა უბრალო უმრავლესობით, თუ საქართველოს კანონით ან ამ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
7.14 თუ ქვორუმის არარსებობის გამო შეუძლებელია ასოციაციის წევრთა საერთო კრების ჩატარება, იმავე დღეს მოიწვევა განმეორებითი საერთო კრება, რომელიც უფლებამოსილია მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა.
7.15 საერთო კრებაზე გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით.
7.16 საერთო კრება შეიძლება ჩატარდეს შემდეგი სახით
7.16.1 ასოციაციის წევრების ერთობლივი დასწრებით (გამოცხადებითი ფორმა);
7.16.2 დაუსწრებელი კენჭისყრით (გამოკითხვის ფორმა), დოკუმენტების საფოსტო, ელექტრონული ან სხვა მსგავსი საშუალებით გაცვლის ან ელექტრონული კითხვარის ვებ-გვერდზე ან სხვა პლატფორმაზე განთავსების გზით;
7.16.3 ელექტრონული ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით (დისტანციური ფორმა), რაც ასოციაციის წევრებს საშუალებას აძლევს განიხილონ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში, რეალური დროის რეჟიმში ვებ-გვერდის ან ელ-პლატფორმის ან სხვა ტექნოლოგიური საშუალებით;
7.16.4 კომბინირებული (შერეული) ფორმებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული საერთო კრების ჩატარებას, ერთდროულად რამდენიმე ფორმის გაერთიანებით, წესდებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
7.17 შეტყობინება (მატერიალური, ელექტრონული, მოკლე ტექსტური(მესიჯი) ან სხვა ტექნოლოგიური საშუალება) საერთო კრების ჩატარების შესახებ, დაუსწრებელი კენჭისყრის გზით (გამოკითხვის ფორმა), წინამდებარე წესდების 7.16.2 პუნქტის შესაბამისად, უნდა გაეგზავნოს ასოციაციის წევრს, საერთო კრების ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 (ათი) დღით ადრე.
7.18 ასოციაციის წევრებს უფლება აქვთ გაეცნონ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, საჭირო ინფორმაციას და მასალებს კენჭისყრის დაწყებამდე, ასევე, მათ უფლება აქვთ შეიტანონ წინადადებები დღის წესრიგში დამატებითი საკითხების შეტანის თაობაზე. ასეთი წინადადებები წარდგენილი უნდა იყოს 7 (შვიდი) დღით ადრე, დაუსწრებელი კენჭისყრის გზით საერთო კრების ჩატარებამდე.
7.19 საერთო კრების ოქმში უნდა აღინიშნოს:
7.19.1 ასოციაციის სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი;
7.19.2 საერთო კრების ჩატარების ადგილი და თარიღი;
7.19.3 საერთო კრების მოწვევის პროცედურისა და ამ კრების გადაწყვეტილებაუნარიანობის საკითხი;
7.19.4 საერთო კრების თავმჯდომარის მონაცემები;
7.19.5 საერთო კრების დღის წესრიგი, საერთო კრების გადაწყვეტილეები, კენჭისყრის შედეგების მითითებით.
8. ასოციაციის გამგეობა
8.1 ასოციაციის გამგეობა ხელმძღვანელობს ასოციაციას, ასოციაციის საერთო კრების სხდომებს შორის პერიოდში.
8.2 საერთო კრება ირჩევს და ათავისუფლებს გამგეობის წევრებს ასევე განსაზღვრავს მათ რაოდენობას, ამასთან, წევრთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 9 (ცხრა) ადამიანს. გამგეობის წევრები აირჩევა 5 (ხუთი) წლის ვადით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის თავმჯდომარეს.
8.3 გამგეობის წევრის კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება გააჩნია ასოციაციის არანაკლებ 20 წევრისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს.
8.4 გამგეობის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, გამგეობის ახალ წევრს ირჩევს საერთო კრება.
8.5 გამგეობა იწყებს მისი უფლებამოსილებების განხორციელებას უშუალოდ მისი წევრების არჩევის მომენტიდან და მოქმედებს გამგეობის ახალი შემადგენლობის არჩევამდე.
8.6 გამგეობაში შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელიც არ არის ასოციაციის წევრი (მოწვეული პირი).
8.7 გამგეობის სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ და მათ იწვევს გამგეობის თავმჯდომარე ან წევრთა 1/3. გამგეობის წევრების ინფორმირება სხდომის ჩატარების შესახებ უნდა მოხდეს 7 (შვიდი) დღით ადრე მის ჩატარებამდე, პირადად ან/და ელექტრონული -ფოსტის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით.
8.8 ახლად არჩეული გამგეობა ატარებს სხდომას არჩევის მომენტიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.
8.9 გამგეობის თავმჯდომარე ამავდროულად არის ასოციაციის თავმჯდომარე.
8.10 გამგეობა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება მის წევრთა ნახევარზე მეტი.
8.11 თუ ქვორუმის არარსებობის გამო შეუძლებელია ასოციაციის გამგეობის სხდომის ჩატარება, გამგეობის თავმჯდომარე 3 (სამი) დღის ვადაში ადგენს ასოციაციის გამგეობის სხდომის ახალ თარიღს. გამგეობის სხდომის ხელახლა მოწვევისას გადაწყვეტილებაუნარიანად ითვლება, მასში მონაწილე ასოციაციის გამგეობის წევრთა რაოდენობის მიუხედავად.
8.12 გამგეობის გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით.
8.13 ასოციაციის გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება:
8.13.1 ასოციაციის წლიური ფინანსური გეგმის და ბიუჯეტის დამტკიცება;
8.13.2 ასოციაციიდან გარიცხვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.
8.13.3 ასოციაციის ქონების ფორმირების და გამოყენების პრინციპების დამტკიცება;
8.13.4 ასოციაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ფილიალების, რეგიონული განყოფილებების, წარმომადგენლობების შექმნა / გაუქმება;
8.13.5 რეგლამენტის მიღება ასოციაციის ფილიალების/ წარმომადგენლობებისთვის;
8.13.6 ასოციაციის აუდიტორული ანგარიშების გაცნობა და საერთო კრებისთვის რეკომენდაციების წარდგენა, საჭიროებისამებრ;
8.13.7 საერთო კრების მოწვევა, დღის წესრიგის დამტკიცება და წინამდებარე წესდების სხვა საკითხების განხილვა, წინამდებარე წესდების მე-7 მუხლის შესაბამისად;
8.13.8 გამგეობის წევრების ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;
8.13.9 უფლებამფლობელებს შორის შეგროვილი ჰონორარიის განაწილებისთვის გამოთვლების შესახებ წესების დადგენა, საერთო კრებაზე დამტკიცებული პრინციპების და ჰონორარიის განაწილების წესების საფუძველზე;
8.13.10 ასოციაციის თავმჯდომარის ან/და გენერალური დირექტორის მიერ გამგეობის თანხმობის გარეშე განხორციელებული გარიგებების მაქსიმალური თანხის განსაზღვრა;
8.13.11 ასოციაციის სახელით გადაწყვეტილებების მიღება იმ გარიგებების გაფორმების თაობაზე, რომელთა თანხაც აღემატება გამგეობის მიერ დადგენილ მაქსიმალურ თანხას. გარიგებებისთვის, რომლებიც ხელმოწერილია ასოციაციის თავმჯდომარის ან/და გენერალური დირექტორის მიერ, ასევე გარიგებებისთვის, რომლებითაც დაინტერესებულია გამგეობის ნებისმიერი წევრი;
8.13.12 გადაწყვეტილების მიღება, ასოციაციის იურიდიული მისამართის შეცვლის შესახებ;
8.13.13 ასოციაციის მიერ ჰონორარიის შეგროვების, განაწილების და გადახდისთვის ხარჯების დასაფარად დაკავებული და იმ თანხების ოდენობის დამტკიცება, რომლებიც შეიძლება შევიდეს ასოციაციის სპეციალური მიზნობრიობით შექმნილ ფონდებში.
8.13.14 ასოციაციის სპეციალური მინზობრიობის ფონდებში ხარჯების კონტროლი.
8.13.15 ასოციაციის წევრების გარიცხვა.
8.14 არის რა, ასოციაციის მუდმივმოქმედი მმართველი ორგანო, გამგეობას გააჩნია უფლებები, რომლებსაც მას ანიჭებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და წინამდებარე წესდება, მათ შორის, იურიდიული პირის უფლებების განხორციელება, ასოციაციის სახელით და მისი მოვალეობების შესრულება, წინამდებარე წესების შესაბამისად.
8.15 გამგეობის/ასოციაციის თავმჯდომარეს ირჩევს ასოციაციის საერთი კრება გამგეობის შემადგენლობიდან, 5 (ხუთი) წლის ვადით.
8.16 ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნას ასოციაციის თავმჯდომარედ, ზედიზედ არაუმეტეს 2 (ორი) ვადისა.
8.17 გამგეობის/ასოციაციის თავმჯდომარე:
8.17.1 მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ასოციაციას სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციებში, სასამართლო და სხვა ორგანოებში, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებში;
8.17.2 მართავს ასოციაციის ქონებას და ფულად სახსრებს, გამგეობასთან შეთანხმებით, წყვეტს ამოცანებს, რომლებიც უკავშირდება ასოციაციის მუშაობას, დაფინანსებას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, ასევე, ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის ასოციაციის სახელით ხელს აწერს ხელშეკრულებებს.
8.17.3 იწვევს გამგეობის სხდომებს, ამზადებს გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხებს;
8.17.4 ხელმძღვანელობს სხდომების მიმდინარეობას.
8.17.5 საჭიროების შემთხვევაში იწვევს სპეციალისტებს, მათ შორის, უცხოელებს, კონსულტაციების, სასამართლო საქმეების წარმოების და სხვა ამოცანების შესრულებისთვის;
8.17.6 ხელს აწერს და ამტკიცებს გამგეობის დოკუმენტებს, მათ შორის, გამგეობის ოქმს; ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – პირი, რომელსაც ირჩევს ამავე კრებაზე დამსწრე გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი.
8.17.7 ყოველწლიურად წარუდგენს საერთო კრებას ანგარიშებს, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, ანგარიშებს, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას წინა ფინანსური წლის განმავლობაში ასოციაციისგან მიღებული ჰონორარიის შესახებ, ასევე, გაუნაწილებელი ჰონორარის შესახებ;
8.17.8 ახორციელებს წინამდებარე წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, იმ უფლებამოსილებების გარდა, რომლებიც შედის ასოციაციის სხვა ორგანოების კომპეტენციაში;
8.18 გამგეობის დოკუმენტებია გამგეობის სხდომის ოქმები, რომლებიც ხელმოწერილია ასოციაციის თავმჯდომარის მიერ.
8.19 ასოციაციის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ავადმყოფობის, შვებულების ან სხვა მიზეზების გამო, რის გამოც ის ვერ ასრულებს ასოციაციის თავმჯდომარის მოვალეობებს, მის ფუნქციებს ასრულებს გამგეობის სხდომაზე არჩეული პირი.
8.20 ასოციაციის თავმჯდომარის უფლებამოსილება წყდება, ახალი თავმჯდომარის არჩევისთანავე.
9. ასოციაციის უფლებამფლობელთა საბჭო
9.1 უფლებამფლობელთა საბჭოს წევრებს ირჩევს ასოციაციის საერთო კრება 5 (ხუთი) წლის ვადით, მათ რიცხვს განსაზღვრავს საერთო კრება, მაგრამ არაუმეტეს 25 (ოცდახუთი) წევრისა.
9.2 უფლებამფლობელთა საბჭოს კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება გააჩნია ასოციაციის არანაკლებ 20 წევრისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს და/ან გამგეობას.
9.3 უფლებამფლობელთა საბჭოს წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდოდატებზე მეტ ხმას. კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა, რომლის დროსაც არჩევა ხდება თანაბარი რაოდენობის მიმღები კანდიდატებიდან.
9.4 უფლებამოსილებების ვადის გასვლის შემდეგ ან/და წევრის უფლებამოსილებების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, უფლებამფლობელთა საბჭოს ახალ წევრებს ირჩევს საერთო კრება.
9.5 უფლებამფლობელთა საბჭო წარმოადგენს უფლებამფლობელების სხვადასხვა კატეგორიებს (კომპოზიტორებს, პოეტებს, შემსრულებლებს, დრამატურგებს, ქორეოგრაფებს, ფონოგრამების მწარმოებლებს და ა.შ.) ასოციაციის წევრების რიცხვიდან.
9.6 უფლებამფლობელთა საბჭო ატარებს სხდომებს საჭიროების მიხედვით, თავმჯდომარის მოწვევით ან წევრთა არანაკლებ ორი მესამედის მოთხოვნით.
9.7 ახლად არჩეული უფლებამფლობელთა საბჭო პირველ სხდომას ატარებს არჩევიდან ერთი თვის ვადაში. უფლებამფლობელთა საბჭოს პირველ სხდომას იწვევს ასოციაციის თავმჯდომარე. ასოციაციის უფლებამფლობელთა საბჭოს წევრების ინფორმირება სხდომის შესახებ უნდა მოხდეს 7 დღით ადრე, მის ჩატარებამდე, პირადად ან/და ელექტრონული კავშირგაბმულობის მეშვეობით.
9.8 ასოციაციის უფლებამფლობელთა საბჭოს კომპეტენციაში შედის:
9.81. უფლებამფლობელთა საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა, მისი საკუთარი შემადგენლობიდან, საბჭოს უფლებამოსილების ვადით.
9.8.2 ტარიფების და ასოციაციის მიერ სხვადასხვა კატეგორიის უფლებამფლობელებთან და მოსარგებლეებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ტიპობრივი ფორმების დამტკიცება;
9.8.3 დამტკიცებული ტარიფების მიუღებლობის შესახებ მოსარგებლეების/ჰონორარის გადამხდელების განცხადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
9.8.4 გადაწყვეტილებების მიღება ასოციაციასთან გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულებების შესაბამისად მოსარგებლეების მიერ გადასახდელი ტარიფების სიდიდის ცვლილების, ასევე, ასოციაციის მიერ ჰონორარის გადახდის თაობაზე ხელშეკრულებების შესაბამისად შესაგროვებელი ტარიფების ზომის ცვლილების შესახებ;
9.8.5 ასოციაციის სიმბოლიკის დამტკიცება;
9.9 უფლებამფლობელთა საბჭოს მიერ არჩეული პირების უფლებამოსილებების მოქმედება იწყება მათი არჩევის მომენტიდან და გრძელდება დადგენილი წესით მათ შეწყვეტამდე.
9.10 უფლებამფლობელთა საბჭოს სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მასში მონაწილეობას იღებს საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
9.11 თუ ქვორუმის არარსებობის გამო შეუძლებელია ასოციაციის უფლებამფლობელთა საბჭოს სხდომის ჩატარება, ასოციაციის უფლებამფლობელთა საბჭოს თავმჯდომარე 2 (ორი) დღის ვადაში განსაზღვრავს ასოციაციის უფლებამფლობელთა საბჭოს სხდომის ახალ თარიღს. ასოციაციის უფლებამფლობელთა საბჭოს განმეორებით სხდომაზე იგი გადაწყვეტილებაუნარიანად ითვლება, მიუხედავად მასში მონაწილე უფლებამფლობელთა საბჭოს წევრთა რაოდენობისა.
9.12 უფლებამფლობელთა საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება სხდომაში მონაწილე საბჭოს წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმის გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
9.13 უფლებამფლობელთა საბჭოს სხდომების მოწვევის და ჩატარების წესებს განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე.
9.14 უფლებამფლობელთა საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმების სახით, მათ ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე.
9.15 უფლებამფლობელთა საბჭოს წევრთა უფლებამოსილება გრძელდება ახალი წევრების არჩევამდე.
9.16 უფლებამფლობელთა საბჭოს თავმჯდომარე:
9.16.1 იწვევს და ხელმძღვანელობს უფლებამფლობელთა საბჭოს სხდომას;
9.16.2 ახდენს საერთო კრების ინფორმირებას უფლებამფლობელთა საბჭოს საქმიანობის შესახებ.
9.16.3 ხელს აწერს უფლებამფლობელთა საბჭოს დოკუმენტებს.
9.16.4 უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად უფლებამოსილებათა განხორციელებას.
9.17 ასოციაციის უფლებამფლობელთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე უზრუნველყოფს ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციების შესრულებას მისი არყოფნისას.
9.18 ასოციაციის უფლებამფლობელთა საბჭო ახორციელებს ყველა სხვა უფლებამოსილებას, რომელიც ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით და ასოციაციის წესდებით არ განეკუთვნება ასოციაციის სხვა ორგანოების კომპეტენციას.
10. დირექტორატი
10.1 ასოციაციის გენერალური დირექტორი ახორციელებს ასოციაციის საქმიანობის ხელმძღვანელობას და წარმოადგენს მის ინტერესებს იგი აირჩევა ასოციაციის გამგეობის წევრების მიერ და კონტროლდება გამგეობის მიერ.
10.2 გენერალური დირექტორი ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
10.2.1 მოქმედებს ასოციაციის სახელით, მინდობილობის გარეშე. ახორციელებს ასოციაციის, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის ხელმძღვანელობას;
10.2.2 ახორციელებს ასოციაციის საერთო კრების, გამგეობის და უფლებამფლობელთა საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების ორგანიზებას და კონტროლს;
10.2.3 მართავს ასოციაციის ქონებრივ და ფულად სახსრებს გამგეობის მიერ დამტკიცებული ფინანსური გეგმის ფარგლებში, წყვეტს ამოცანებს, რომლებიც დაკავშირებულია ასოციაციის მუშაობასთან, დაფინანსებასთან და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასთან, აფორმებს ხელშეკრულებებს და ახორციელებს სხვა ოპერაციებს, მისი უფლებამოსილებების ფარგლებში, წყვეტს საორგანიზაციო-სამმართველო და ფინანსურ-ეკონომიკურ საკითხებს.
10.2.4 განსაზღვრავს ხელფასს, ბონუსების და დანამატების თაობაზე საკითხებს;
10.2.5 სამსახურში იღებს და ათავისუფლებს ასოციაციის თანამშრომლებს, მათ შორის, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს ასოციაციის თანამშრომლებთან და ამტკიცებს მათ თანამდებობრივ ინსტრუქციებს, უფლება აქვს გასცეს პრემიები თანამშრომლებზე, დამსახურების მიხედვით, იყენებს დისციპლინარულ ზომებს, ნიშნავს თანამდებობაზე და ათავისუფლებს წარმომადგენლობების და ფილიალების ხელმძღვანელებს, საკუთარი შეხედულებებისამებრ, ახდენს მათთვის უფლებების დელეგირებას, წარმომადგენლების და ფილიალების თანამშრომლების სამსახურში მიღებასთან და გათავისუფლებასთან დაკავშირებით,
10.2.6 აფორმებს ხელშეკრულებებს ასოციაციის სახელით, მათ შორის, კოლექტიურ საფუძველზე, უცხოურ ორგანიზაციებთან, გასცემს მინდობილობებს, უფლებების მართვისთვის.
10.2.7 წარმოადგენს ასოციაციას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებსა და ორგანიზაციებში.
10.2.8 საჭიროების შემთხვევაში, იწვევს შესაბამის სპეციალისტებს, მათ შორის, უცხოელებს, კონსულტაციების, სასამართლო საქმეების წარმოების და სხვა ამოცანების შესრულების მიზნით;
10.2.9 განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგენს ასოციაციის უფლებამფლობელთა საბჭოს, იმ ხელშეკრულებების ფორმებს, რომლებიც უნდა გაფორმდეს უფლებამფლობელების სხვადასხვა კატეგორიებთან;
10.2.10 ასოციაციის უფლებამფლობელთა საბჭოსთვის ამზადებს წინადადებებს, ჰონორარების შესახებ, რომლებიც მოსარგებლეებმა უნდა გადაიხადონ ასოციაციის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით;
10.2.11 წარუდგენს ასოციაციის გამგეობას, დასამტკიცებლად, ორგანიზაციის ფინანსური გეგმის (წლიური ბიუჯეტის) პროექტს;
10.2.12 რეგულარულად წარუდგენს ასოციაციის წევრებს ანგარიშებს უფლებამფლობელებისთვის, სხვა დაინტერესებული პირებისთვის. ინფორმაციის წარდგენის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
10.2.13 ყოველწლიურად წარუდგენს ასოციაციის საერთო კრებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ანგარიშებს.
10.2.14 უზრუნველყოფს ასოციაციის წევრების ინფორმირებას ასოციაციის საქმიანობის შესახებ;
10.2.15 უზრუნველყოფს ასოციაციის წევრების რეესტრის წარმოებას;
10.2.16 ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც არ შედის ასოციაციის სხვა ორგანოების კომპეტენციაში.
10.3 საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი აირჩევა ასოციაციის გამგეობის მიერ, კონტროლდება გამგეობის მიერ და ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:
10.3.1 ზრუნავს ასოციაციის საერთაშორისო კავშირების დამყარებაზე, როგორც ანალოგიურ ორგანიზაციებთან, ისე სხვადასხვა სუბიექტებთან (ქოლგა ორგანიზაციები, გაერთიანებები, უფლებამფლობელთა კავშირები და სხვ).
10.3.2 აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო კავშირების გასამყარებლად;
10.3.3 წარუდგენს რეკომენდაციებს გამგეობას საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ;
10.3.4 გენერალური დირექტორის თანხმობით წარმოადგენს ასოციაციას საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, მათ შორის იძიებს და აწარმოებს მოლაპარაკებებს უცხო ქვეყნის ანალოგიურ ორგანიზაციებთან მათთან ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით;
11. სამეთვალყურეო საბჭო
11.1 სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს დავებს, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
11.1.1 კოლექტიურ საფუძველზე უფლებების მართვის ხელშეკრულების შეწყვეტა ან უფლებამფლობელის მიერ ასოციაციის მმართველობიდან უფლებების გამოთხოვა;
11.1.2 ასოციაციის წევრობაზე უარი;
11.1.3 კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაცია;
11.1.4 საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებისთვის ჰონორარების შეგროვება, განაწილება ან/და მიზნობრივი დაქვითვა.
11.2 სამეთვალყურეო საბჭოში შეიძლება არჩეულ იქნან პირები, რომლებსაც მათი პროფესიონალური გამოცდილება საშუალებას აძლევს ეფექტიანად განახორციელონ ზედამხედველობის ფუნქციები და რომლებიც არიან ან არ არიან ასოციაციის წევრები.
11.3 სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ირჩევს საერთო კრება 5 (ხუთი) წლის ვადით, მათ რაოდენობას განსაზღვრავს ასოციაციის საერთო კრება მაგრამ, არაუმეტეს 9 (ცხრა) წევრისა.
11.4 სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არ იღებენ გასამრჯელოს, მათი მოვალეობების შესრულებისთვის.
11.5 სამეთვალყურეო საბჭო ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე, რომელსაც ყოველწლიურად დასამტკიცებლად წარუდგენს ანგარიშს მისი საქმიანობის შესახებ.
11.6 სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ასევე ვალდებული არიან წარუდგინონ საერთო კრებას ინფორმაცია, არსებული ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რამაც შესაძლოა მომავალში ხელი შეუშალოს წევრების უფლებამოსილებების განხორციელებას.
11.7 სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია გადაწყვიტოს დავები, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე წესდების 11.2 პუნქტით, მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, ამასთან, მან უნდა იმოქმედოს სამართლიანად და მიუკერძოებლად. დავის გადაწყვეტის პროცესში, სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს მოითხოვოს ახსნა-განმარტებები მმართველობის ორგანოების წევრების და ასევე ასოციაციის თანამშრომლებისგან.
11.8 სამეთვალყურეო საბჭო, მისი შემადგენლობიდან, მისი უფლებამოსილებების ვადით, ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, 5 (ხუთი) წლის ვადით. პირი, რომელიც ახორციელებს ასოციაციის უფლებამფლობელთა საბჭოს ან გამგეობის უფლებამოსილებებს, არ შეიძლება იყოს ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
11.9 სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:
11.9.1 ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობას;
11.9.2 მოახსენებს ასოციაციის საერთო კრებას ასოციაციის საქმიანობის შესახებ;
11.9.3 ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს;
11.9.4 ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება წესდებას და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
11.10 სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებები შეიძლება შეწყდეს ვადამდე, მათ შორის, მის მიერ უფლებამოსილებების ნებაყოფლობით უარის თქმის შემთხვევაში, ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით. ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ასოციაციის საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით, იღებს გადაწყვეტილებას გათავისუფლებულ თანამდებობაზე ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრის დანიშვნის თაობაზე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების სრული შემადგენლობით ხელახლა დანიშვნის გარეშე.
11.11 სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასში მონაწილეობას იღებს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. თუ ქვორუმის არარსებობის გამო შეუძლებელია ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ჩატარება, ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 5 (ხუთი) დღის ვადაში განსაზღვრავს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ახალ თარიღს. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ხელახლა მოწვევისას იგი გადაწყვეტილებაუნარიანად ითვლება, მასში მონაწილე სამეთვალყურეო საბჭოს წევრების რაოდენობის მიუხედავად.
11.12 სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღება სხდომაზე დამსწრე სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
11.13 სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევენ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე ამავე ვადით.
12. ასოციაციის სტრუქტურა
12.1 ასოციაციის სტრუქტურაში შეიძლება შედიოდეს ფილიალები და წარმომადგენლობები, ასევე რეგიონული ქვედანაყოფები.
12.2 ასოციაციის რეგიონული ქვედანაყოფები შესაძლოა შეიქმნას საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საჭიროებისამებრ, ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე.
12.3 რეგიონული ქვედანაყოფები იქმნება და ფუნქციონირებს იურიდიული პირის სტატუსის გარეშე.
12.4 ასოციაციის ფილიალები და წარმომადგენლობები ასოციაციის განცალკევებული ქვედანაყოფებია და არ წარმოადგენს იურიდიულ პირებს. ფილიალების და წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს ნიშნავს ასოციაციის გენერალური დირექტორი.
13. ასოციაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
13.1 ასოციაციის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამიად.
13.2 ასოციაციის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება.
13.3 ასოციაციის ლიკვიდაციის პროცესს აკონტროლებს ასოციაციის გამგეობა, ან სალიკვიდაციო მმართველი, დანიშნული კანონმდებლობის შესაბამისად.
13.4 ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე ასოციაციის ლიკვიდატორმა ლიკვიდაციის დროს:
13.4.1 უნდა დაამთავროს ასოციაციის სახელით დადგებული გარიგებები;
13.4.2 მოახდინოს ქონების ინვენტარიზაცია და შეაფასოს იგი;
13.4.3 რეალიზაციიდან მიღებული ამონაგებით დაფაროს კრედიტორთა მოთხოვნები;
13.4.4 განახორციელოს ლიკვიდაციისთვის სხვა მოთხოვნები.
13.5 ასოციაციის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადაიცემა სარგებლობაში, კანონმდებლობის შესაბამისად.
13.6 განსაკუთრებულ გარემოებებში სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ლიკვიდაციის სხვა მმართველი.
14. დასკვნითი დებულებები
14.1 თუ ამ წესდების რომელიმე დებულება ეწინააღმდეგება კანონს, მოქმედებს კანონის ნორმები.ასოციაციის/გამგეობის თავმჯდომარე
თამარ გვარიშვილი _________________________________________________
საერთო კრების მდივანი
____________________________________________________