უფლებამფლობელებს
თუ თქვენ ხართ საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებების უფლებამფლობელი, რომელიც მიეკუთვნება ერთ ან რამდენიმე კატეგორიას:
-
მუსიკალური ნაწარმოებები (ტექსტით ან ტექსტის გარეშე) და ფონოგრამები -
დრამატული, მუსიკალურ–დრამატული, ქორეოგრაფიული და სხვა სასცენო ნაწარმოებები -
სახვითი და დეკორატიული ხელოვნების ნაწარმოებები, ფოტოგრაფიული ნაწარმოებები -
აუდიოვიზუალური ნაწარმოებები
შეგიძლიათ მოგვამრთოთ ქონებრივი უფლებების მართვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად. ხელშეკრულების დადების შემდეგ ჩვენ შევუდგებით – თქვენი ქონებრივი უფლებების მართვასა და დაცვას, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ვიძლევით სრული გამჭვირველობის გარანტიას, პროცესების ნებისმიერ ეტაპზე: იქნება ეს საავტორო ჰონორარის შეგროვება თუ მისი განაწილება.
ბმულზე მოცემულია იმ ობიექტების ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებისთვის 2024 წლის განმავლობაში შეგროვდა ჰონორარი. აღნიშნულ ჰონორართა განაწილება ამ ეტაპზე ვერ განხორციელდა შესაბამისი ობიექტების უფლებამფლობელების იდენტიფიცირებისთვის საჭირო სარწმუნო მონაცემების არქონის გამო.
შეგროვილი ჰონორარი ინახება საქართველოს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ აღნიშნული ობიექტებიდან რომელიმეს უფლებამფლობელი ან მისი კანონიერად უფლებამოსილი წარმომადგენელი, გთხოვთ დაუკავშირდეთ IPOA-ს (info@ipoa.ge), კონკრეტული ობიექტების დასახელებების მითითებით და შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენით.
ინფორმაცია ქვეყნდება უფლებამფლობელთა იდენტიფიცირების მიზნით და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
იმ შემთხვევაში, თუ პირი არ არის უფლებამფლობელი ან არ წარმოადგენს მის უფლებამოსილ წარმომადგენელს და/ან IPOA-ში წარადგენს არასწორ, მცდარ ან ყალბ ინფორმაციას სხვისი ქონებრივი საავტორო ან მომიჯნავე უფლებების მისაკუთრების მიზნით, ასეთი ქმედება მიიჩნევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად და ექვემდებარება კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.