IPOA-ს ევროპელ შემსრულებელთა შეხვედრაზე უმასპინძლეს
ევროპელ შემსრულებელთა ორგანიზაცია AEPO-ს ორგანიზებით, ბრიუსელში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე მიწვეული იყო IPOA, როგორც საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში აკრედიტირებული ერთადერთი ასოციაცია.

ბრიუსელში ევროპული ასოციაციების მხრიდან IPOA-სთან თანამშრომლობის შესახებ მზაობა უკვე გამოითქვა.
“გვქონდა პატივი, რომ AEPO-ARTIS მიწვევით, მონაწილეობა მიგვეღო ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე თემაზე “ევროკავშირის გაფართოება და შემსრულებელთა უფლებები”. AEPO არის შემსრულებელთა კოლექტიური მართვის ორგანიზაციების ქოლგა ფედერაცია, რომელიც აერთიანებს 39 ორგანიზაციას. Ჩვენ გავაცანით დამსწრე საზოგადოებას IPOA-ს საქმიანობის შესახებ, რომელიც საქართველოში ერთადერთი აკრედიტირებული საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციაა. ვისაუბრეთ ამ სფეროში ბოლო დროს მიმდინარე სიახლეებსა და მიღწევებზე.
Ზოგადად, ასეთი ტიპის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, ხედვას. იმართება დისკუსიები, რაც სფეროს განვითარებას ემსახურება.
Რაც შეეხება საერთაშორისო ხელშეკრულებებს, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპის ასოციაცებთან. ვინაიდან, მათ არ სურდათ GCA-ის ხელშეკრულების გამოყენება IPOA-სთან, საჭირო გახდა მსოფლიოს სხვადასხვა ასოციაციებთან პირდაპირი კომუნიკაცია. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რასაც დრო სჭირდება, თუმცა მინდა ვთქვა, რომ მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე რამდენიმე ათეული კონტრაქტი გვაქვს, რასაც თვის ბოლო კიდევ არაერთი დაემატება, რადგან ბრიუსელში მათთან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა.”- შტეფან შულცი, IPOA-ს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დირექტორი.
