IPOA-ს საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი შტეფან შულცი გახდა, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მუსიკალურ ინდუსტრიაში. .
ეს ფაქტი საავტორო ინდუსტრიის სფეროსთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ის ოც წელზე მეტია მუსიკალურ ინდუსტრიაშია. Შტეფან შულცი IPOA-ში თანამედროვე ტექნოლოგიებს გამოიყენებს, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული ხელოვანთა უფლებები საქართველოში.
ConvertMedia-ის აღმასრულებელი დირექტორის როლში, შულცი იყენებს თავის მრავალწლიან გამოცდილებას საავტორო უფლებების მფლობელების, ბრენდებისა და ორგანიზაციების მხარდასაჭერად. კომპანიებს ეხმარება სტრატეგიების ჩამოყალიბებაში, ლიცენზიების დახვეწასა და აუდიტორიის მოზიდვაში. მისმა ღრმა ცოდნამ მუსიკის, კინოსა და სატელევიზიო ინდუსტრიის მიმართულებით, განაპირობა ტრანსფორმაციული პროდუქტების განვითარება, რამაც რევოლუცია მოახდინა ინტელექტუალური საკუთრების მონეტიზაციის გზაზე.
შტეფან შულცი Universal Mobile-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია,რომელიც წლების განმავლობაში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, კონსულტაციას უწევდა ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორებიცაა: Deutsche Telekom, Vodafone, Nokia, Verisign, Apple, NTT DoCoMo, Deezer და Spotify.