საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ღია
  • English
  • ქართული
  • საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე აღინიშნა

    საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე აღინიშნა სლოგანით – „ინტელექტუალური საკუთრება და მუსიკა: იგრძენი ინტელექტუალური საკუთრების რიტმი“.

    ღონისძიების ფარგლებში საქპატენტსა და IPOA-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და IPOA-ს გენერალურმა დირექტორმა გიორგი ნიკოლაიშვილმა.

    ღონისძიებაზე გაჟღერდა ახალი მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც ავტორ – შემსრულებლებმა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნეს. ნაწარმოები ეთნო მუსიკის ელემენტებითა და თანამედროვე მუსიკის ინოვაციური ბგერებით არის გაჯერებული.

    ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და IPOA-ს გამგეობის თავმჯდომარემ თამარ გვარიშვილმა.

    საქპატენტის ხელმძღვანელმა კომპოზიტორებს – ლილიკო ნემსაძეს, კახა ცაბაძესა და გიორგი სანოძეს, საზეიმო ვითარებაში საავტორო ნაწარმოებების დეპონირების დამადასტურებელი სიგელები გადასცა.

    აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 29 დეკემბერს, საავტორო და მომიჯნავე უფლებების მართვის სფეროში განხორციელებული მასშტაბური რეფორმის შედეგად, აკრედიტაციის კომისიის გადაწყვეტილებით საავტორო და მომიჯნავე ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე სამართავად აკრედიტაცია მიენიჭა  IPOA-ს.

    კონტაქტი

    მარკერი ნათია ბაშალეიშვილის ქ. #21, თბილისი, 0108, საქართველო
    ტელ (+995 32) 222 08 78