ღია
  • English
  • ქართული
  • IPOA-ს წევრთა საერთო კრება

    ასოციაციის ძვირფასო წევრებო 2025 წლის 12 მარტს 12:00 საათზე ჩატარდება ასოციაციის საერთო კრება. მის: თბილისი, ნათია ბაშალეიშვილის 21.

    დღის წესრიგი:

    1. ა(ა)იპ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია –  ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ (წესდების პროექტი იხ. შემდეგ ბმულზე;
      მოკლე აღწერა: ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში -,,კანონი“) 6613 მუხლით წესდების და მასში ცვლილებების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება. ასოციაციის წესდებაში შედის ტექნიკური ხასიათის ცვლილებები; განსახილველი ვერსიით დაზუსტდება: წევრობასთან დაკავშირებული, მმართველი ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა საკითხები. განსახილველი ვერსია სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.
    2. ა(ა)იპ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია –  ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის მიერ კონკრეტული მიზნობრიობით ფონდის შექმნის შესახებ;
      მოკლე აღწერა: საერთო კრებაზე განიხილებაკანონის 6613 მუხლით ასოციაციის უფლებამოსილება საგანმანათლებლო, სოციალური და კულტურული ფონდის შექმნის შესახებ, რომლის მიზნებია საავტორო და მომიჯნავე უფლებამფლობელებისთვის შემოქმედებითი და სოციალური საჭიროებების მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
    3. ა(ა)იპ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია –  ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის მიერ სესხის აღების, სესხის გაცემის, თავდებობისა და უზრუნველყოფის ზღვრული ოდენობების დადგენის შესახებ;
      მოკლე აღწერა: საერთო კრებაზე განიხილებაასოციაციის მიერ სესხის აღების/გაცემის, თავდებობის და უზრუნველყოფისთვის ზღვრულ ოდენობის დადგენის საკითხი. კრებისთვის შეთავაზებული ზღვრული ოდენობაა 300 000 (სამასი ათასი) ლარი.
    4. ა(ა)იპ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია –  ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის მიერ უძრავი ქონების შეძენის, გასხვისების და უფლებრივად დატვირთვის თაობაზე ღირებულების ზღვრული ოდენობების დადგენის შესახებ;
      მოკლე აღწერა: საერთო კრებაზე განიხილებაასოციაციის მიერ უძრავი ქონების შეძენის, გასხვისების და უფლებრივად დატვირთვის თაობაზე ღირებულების ზღვრული ოდენობის დადგენის საკითხი. კრებისთვის შეთავაზებული ზღვრული ოდენობაა 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარი.
    5. აუდიტორის შერჩევის და დანიშვნის შესახებ;
      მოკლე აღწერა: ასოციაცია,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 6613 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ნიშნავს და ათავისუფლებს აუდიტორს. ასოციაცია კანონის 6611 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვალდებულია ყოველი საფინანსო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 8 თვეში მოამზადოს გამჭვირვალობის წლიური ანგარიში. კრებისთვის წარდგენილ კანდიდატად განიხილება კომპანია ,,ნექსია“.
    6. ა(ა)იპ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია –  ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის ზოგადი წესებისა და პოლიტიკის დამტკიცების შესახებ;
      მოკლე აღწერა: კანონის 6613 მუხლის თანახმად, ასოციაციის წევრთა საერთო კრება ამტკიცებს ასოციაციის საქმიანობასთან (ჰონორარის შეგროვება-განაწილება, რისკების მართვა, მიზნობრივი დაქვითვები და სხვა) დაკავშირებულ წესებსა და პოლიტიკებს (შემდგომში – ,,წესები“). საერთო კრებაზე განსახილველად წარდგენილი იქნება განახლებული ვერსიები და ახალი წესები.
    7. ასოციაციის გამგეობის ორი წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა საკუთარი განცხადებების საფუძველზე:
      მოკლე აღწერა: ასოციაციის მმართველი ორგანოს გამგეობის არსებული ორი წევრი გიორგი ნიკოლაიშვილი და შტეფან შულცი საკუთარი განცხადებების საფუძველზე უარს აცხადებენ გამგეობის წევრობაზე.
    8. ასოციაციის მიერ სხვა ორგანიზაციებიდან მისაღები ფულადი სახსრების განაწილების პირობების/წესის შესახებ:
      მოკლე აღწერა: ასოციაციამ სხვადასხვა კოლექტიური მართვის ორგანიზაციებიდან მისაღებიფულადი სახსრების თაობაზე, რომლებიც არ შეიცავს შესაბამის ანგარიშებს. კრებაზე განიხილება  ფულადი რესურსის ასოციაციის მიერ განაწილების პირობების/წესის საკითხი.

    თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ კრებაში შემდეგი ალტერნატიული ფორმებით:

    1. კრებაზე ფიზიკური დასწრებით
    2. დისტანციურად ელექტრონული ფორმით შემდეგი ბმულის გამოყენებით: Zoom Meeting
    3. დაუსწრებელი კენჭისყრით (გამოკითხვით) ქვემოთ მოცემული ფორმის მეშვეობით

    მისაღები გადაწყვეტილების პროექტი:

    531
    1

    დამტკიცებულ იქნას წესდება წარმოდგენილი ფორმით;

    ხმის მიცემის დრო ამოიწურა

    533
    2

    - ა(ა)იპ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის მიერ კონკრეტული მიზნობრიობით ფონდის შექმნის შესახებ;

    ხმის მიცემის ვადა ამოიწურა

    534
    3

    ა(ა)იპ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის მიერ სესხის აღების, სესხის გაცემის, თავდებობისა და უზრუნველყოფის ზღვრული ოდენობების დადგენის შესახებ;

    ხმის მიცემის ვადა ამოიწურა

    535
    4

    ა(ა)იპ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის მიერ უძრავი ქონების შეძენის, გასხვისების და უფლებრივად დატვირთვის თაობაზე ღირებულების ზღვრული ოდენობების დადგენის შესახებ;

    1. გამოკითხვის ვადა ამოიწურა
    534
    5

    აუდიტორის შერჩევის და დანიშვნის შესახებ;

    ხმის მიცემის ვადა ამოიწურა

    536
    6

    ა(ა)იპ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის ზოგადი წესებისა და პოლიტიკის დამტკიცების შესახებ;

     

    ხმის მიცემის ვადა ამოიწურა

    535
    7

    ასოციაციის გამგეობის ორი წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა საკუთარი განცხადებების საფუძველზე:

    გამოკითხვაში მონაწილეობის ვადა ამოიწურა

    537
    8

    ასოციაციის მიერ სხვა ორგანიზაციებიდან მისაღები ფულადი სახსრების განაწილების პირობების/წესის შესახებ;

     

    ხმის მიცემის ვადა ამოიწურა


    საერთო კრების ჩატარების წესი:

    საერთო კრება ჩატარდება წინამდებარე შეტყობინებაში მითითებულ  დღესა და დროს.  წევრთა საერთო კრების სხდომაზე ასოციაციის წევრები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ კრების თავმჯდომარეს და მდივანს, რომლებიც სხდომის დასრულების შემდეგ ხელს აწერენ  საერთო კრების სხდომის ოქმს. იმ შემთხვევაში, თუკი ასოციაციის წევრს არ შეუძლია ადგილზე დაესწროს კრებას, ასოციაცია ასეთი წევრის საერთო კრებაზე დასწრებას და/ან ხმის უფლებას უზრუნველყოფს წინასწარ გამოკითხვის ფორმით და დისტანციურად, კერძოდ ელექტრონული კითხვარის ასოციაციის ვებ-გვერდზე განთავსების და ელ-პლატფორმის (ზუმის) საშუალებით.

    საერთო კრების ჩატარების ფორმა:

    ასოციაციის წევრთა საერთო კრება ჩატარდება კომბინირებული (შერეული) ფორმით, რაც გულისხმობს იმას, რომ ასოციაციის წევრებს შეუძლიათ კრებაში მონაწილეობა მიიღონ წინამდებარე შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე, მითითებულ დღესა და საათზე  ერთობლივი გამოცხადებით, ხოლო ასეთი შესაძლებლობის ან/და სურვილის არარსებობის შემთხვევაში დისტანციურად, ელექტრონული ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დაუსწრებელი კენჭისყრით (წინასწარ გამოკითხვის ფორმა) ელექტრონული კითხვარის ასოციაციის ვებ-გვერდზე განთავსების გზით და ასევე ელექტრონული ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით (დისტანციური ფორმა) ელ-პლატფორმის (ზუმის) საშუალებით, რაც ასოციაციის წევრებს საშუალებას აძლევს განიხილონ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში, რეალური დროის რეჟიმში.

    საერთო კრებაზე ხმის მიცემის წესი:

    საერთო კრებაზე ხმის მიცემა განხორციელდება კენჭისყრით. ასოციაციის წევრთა საერთო კრებაზე დამსწრე ყველა წევრი, უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს ან უარყოს დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხს. ხმის მიცემა ასევე ხორციელდება ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით, წევრებისთვის ელექტრონულად გაგზავნილი ბმულის მეშვეობით და/ან ელ-პლატფორმის (ზუმი) გამოყენებით.

    კონტაქტი

    მარკერი ნათია ბაშალეიშვილის ქ. #21, თბილისი, 0108, საქართველო
    ტელ (+995 32) 222 08 78